ტოპ საათები დაივინგის და ცურვის მოყვარულთათვის

ზაფხულის სეზონის ყველაზე აქტუალური საათები, ნებისმიერ ბიუჯეტში.


ზღვის სეზონი უკვე გაიხსნა და ალბათ აქტიურად ემზადებით კიდეც დასვენებისა და თავგადასავლებისთვის. სანამ ზღვაზე წახვალთ, თუ თქვენთვის იდეალურ მყვინთავის ან წყალგაუმტარ საათს ეძებთ, გადაიკითხეთ ბლოგი, ტოპ საათები კი იხილეთ სტატიის ბოლოს, ონლაინ კატალოგში.


ტოპ დაივერის საათები

როდესაც ინვესტიციას საათში დებთ, პირველი ბრენდი, რომელიც გახსენდებათ, ჩვეულებრივ, არის Seiko და ამას აქვს მიზეზი - მის მიმართ სანდოობა, ჯერ კიდევ 1960-იან და 1970-იან წლებში გაჩნდა, როდესაც Seiko-ს საათები მკვლევარებმა აირჩიეს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ექსპედიციებისთვის. დღეს, Seiko Prospex-ის კოლექციაში ლეგენდარული მყვინთავის საათებია წარმოდგენილი, მათი დიზაინი შთაგონებულია იმ მყინვარებიდან, რომლებიც პიონერებმა ნახეს.
საათები შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს ახალ თავგადასავლებს, ვისაც სურს დაივინგისას მიაღწიოს უცნობ სიღრმეებს, ან დაიპყროს მიუწვდომელი მწვერვალები. საათი ტექნიკურად იმდენად სრულყოფილია, რომ საიმედო პარტნიორია, როგორც მოყვარული სპორტსმენებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვისაც.

ტოპ საათები დაივინგის და ცურვის მოყვარულთათვის

Orient - ცნობილი ბრენდი თავისი ღრმა ისტორიით, სტილით და სიზუსტით, რომელიც ზედმიწევნით იაპონურ ტრადიციას ასახავს. წარმოგიდგენთ დაივინგის მოყვარულთა რჩეულ მოდელებს, რომელთა მექანიზმი საიმედოდ არის დაცული, რათა წყალქვეშ გაუძლოს ნებისმიერ გამოცდას. გარდა დაივერის საათებისა, ბრენდი გთავაზობთ წყალგაუმტარი საათების კოლექციებს, რომლებიც კორპუსიდან დაწყებული, სამაჯურის თითოეულ ბმულამდე გამძლეა წყალში ზედაპირული ცურვის დროს.

Festina- იდეალური კომბინაცია ტრენდული დიზაინის, ინოვაციური ტექნოლოგიის და საუკეთესო ფასის. კოლექციები უნიკალური ელემენტების დიზაინით არის შემკული და გამორჩეულია ელეგანტური ფორმებით. წყალგაუმტარი საათების კოლექციები გამძლეა წყალში ზედაპირული ცურვის დროს. ასევე, ბრენდს აქვს მოდელები, რომლებიც გამოიყენება ექსტრემალური სპორტისთვის, დაივინგისას.



ტოპ წყალგაუმტარი საათები ზღვის სეზონისთვის

Q&Q - ლეგენდარული Citizen-ის მიერ წარმოებული კვარცის საათების ბიუჯეტური ბრენდი, ფერადი, ულტრამსუბუქი საათების მოყვარულებისთვის. კოლექციებში გამოყენებულია იაპონური კვარცის მექანიზმი. საათების გამოყენება შეგიძლიათ წყალში ზედაპირული ცურვის დროს.