ჯიემთი SEIKO-ს საერთაშორისო ტრენინგებს მასპინძლობს

მაღაზიათა ქსელმა ჯიემთიმ, SEIKO-ს ევროპის წარმომადგენლობასთან ერთად, გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგები გამართა


Seiko-ს საერთაშორისო ტრენინგი თბილისში

მაღაზიათა ქსელმა ჯიემთიმ, SEIKO-ს ევროპის წარმომადგენლობასთან ერთად, გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგები გამართა.

2023 წლის 21 თებერვალს, ღონისძიებისთვის ბრენდის გაყიდვების მენეჯერი, ფელიქს კანტერსი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა.

ლეგენდარული SEIKO - სინონიმია სიზუსტისა და იაპონური საათის. ბრენდი, რომელმაც საათების ინდუსტრიაში ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა. მისი აქტუალობა მსოფლიოში დღეს გაცილებით მეტია ვიდრე ოდესმე.

სეიკოს საათები შთაბეჭდილებას ახდენს, თავისი ტექნოლოგიისა და დიზაინის სრულყოფილი შერწყმით. წარმოდგენილ კოლექციებში ორივე სქესი პოულობს საათებს მათი გემოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდს საათების მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს; ფუნქციონირების, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და დიზაინის თვალსაზრისით, მათ აერთიანებთ ერთი რამ - სრულყოფილი ოსტატობა!


„GMT 15 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ წლების მანძილზე არაერთხელ გახდა SEIKO-ს წლის საუკეთესო დისტრიბუტორი. კომპანია აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას და მომხმარებლებისთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფას. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და გაყიდვების გუნდისთვის გამეზიარებინა SEIKO-ს ოჯახის ისტორია, სტანდარტები და გამოცდილება.“ - განაცხადა ფელიქს კანტერსმა.