საბავშვო საათები პატარებისთვის

ზაფხულის პირველი დღე – 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!


პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ფერადი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ მათგანს. ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ ეს დღე მათ და ბედნიერი ბავშვობა ვუსურვოთ! ამბობენ, ყველაზე გულწრფელად საჩუქარი ბავშვებს უხარიათო...

თუ მათთვის სასაჩუქრედ, საჭირო და ფუნქციურ აქსესუარს ეძებთ, მაშინ ჯიემთიში წარმოდგენილი Q&Q-ს და Lorus-ის საბავშვო საათები დღეს უფრო გაუფერადებთ.
ბავშვები 5 წლიდან სწავლობენ საათის ცნობას, სწორედ ამ უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად გვჭირდება საათი, რაც სამომავლოდ მათ დროის მართვაში ეხმარება. თითქმის ყველა პატარას, უფროსების მსგავსად, საყვარელი აქსესუარის ტარების სურვილი აქვს.
Q&Q მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, ლეგენდარული იაპონური კომპანია Citizen-ის მიერ წარმოებული კვარცის საათების ბრენდია. მაჯის საათები გამოირჩევა ზუსტი მექანიზმით და განკუთვნილია როგორც ბიჭებისთვის ასევე გოგონებისთვის. Seiko-ს საათების კორპორაციაში წარმოდგენილი Lorus-ის ბრენდი გამოირჩევა თავისი დიზაინისა და ტექნოლოგიის სრულყოფილი შერწყმით.