Q&Q- ფერადი საათები ოჯახის თითოეული წევრისთვის

Q&Q მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, ლეგენდარული იაპონური კომპანია Citizen-ის მიერ წარმოებული კვარცის საათების ბრენდია


Q&Q მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, ლეგენდარული იაპონური კომპანია Citizen-ის მიერ წარმოებული კვარცის საათების ბრენდია, რომელიც 1976 წლიდან იწარმოება, როგორც Citizen-ის შვილობილი კომპანია.

დღეს, Q&Q გლობალური საათის ბრენდია, რომელიც 120-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
ბოლო 40 წლის განმავლობაში Q&Q-ის წარმატება ბრენდის ხარისხმა, სანდოობამ და მრავალფეროვნებამ განაპირობა. საათები გამოირჩევა ზუსტი მექანიზმით და განკუთვნილია როგორც ქალებისა და მამაკაცებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც.
თანამედროვე დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი საათის მომხმარებლებისთვის შეუცვლელს ხდის.
ზაფხული დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზაფხულო თავგადასავლების, მზის, პლიაჟის, მთებში მოგზაურობის და წვეულებების დროა. ამ პერიოდში ფერადი აქსესუარები ჩვენი საუკეთესო თანამგზავრია. Q&Q-ს კოლექციაში უხვად იპოვნით მოდელებს, რომელიც მოერგება ყველა გამოვნებასა და სიტუაციას, ის ნამდვილად იდეალურია სასაჩუქრედ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ოჯახის თითოეული წევრისთვის.