About SEIKO

Seiko-ს საათების ისტორია იწყება 1881 წლიდან, როდესაც ტოკიოს ცენტრში, კერძოდ გინზაში კინტარო ჰატორიმ გახსნა საათების მაღაზია, სადაც ასევე საათების სერვისიც იყო. მას შემდეგ უკვე 130 წელია, რაც სეიკო თავის მომხმარებელს სთავაზობს განახლებულ ტრადიციებს უცვლელი იაპონური ხარისხით.
დროთა განმავლობაში სეიკო ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი საათების მწარმოებელი. სეიკო მსოფლიოში ცნობილია როგორც ნოვატორი და უამრავი ახალი ტექნოლოგიის გამომგონებელი, რომელსაც იგი აპატენტებს და ამავდროულად მსოფლიოს უზიარებს. ბრენდის თითოეული საათი ასეულობით უმცირესი ზომის დეტალისაგან შედგება, რომლებიც სწორედ სეიკოს კორპორაციის მიერ იწარმოება.

About LORUS

Lorus-ის საათების ისტორია 1982 წლიდან დაიწყო. იგი Seiko-ს საათების კორპორაციის ბრენდია. მან პოპულარობით მხარი აუბა ლეგენდარულ სეიკოს. ლორუსის ქალის, მამაკაცის და ბავშვის მოდელები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან ყველანაირი გემოვნების მომხმარებელს აკმაყოფილებს, მისი ხელმისაწვდომი ფასით, ხარიხით, დიზაინითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. ლორუსის სლოგანია: „A watch you can trust”, ანუ „საათი, რომელსაც ენდობი“.

About ORIENT

Orient Watch Company-ის შექმნა 1901 წლით თარიღდება, როდესაც შოგორო იოშიდამ გახსნა საბითუმო მაღაზია სახელწოდებით "Yoshida Watch Shop" ტოკიოში. Yoshida Watch Shop დიდი წარმატებით ყიდდა ჯიბის საათებს. 1934 წელს კი დაიწყო მაჯის საათების წარმოება და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ღარიბი ეკონომიკის გამო, კომპანია დაიხურა. 1950 წელს ვარსკვლავი თავიდან დაიბადა! ORIENT-ის მოწინავე ტექნოლოგიების შერწყმამ უნიკალურ დიზაინსა და იაპონურ ოსტატობასთან შექმნა მექანიკური საათების ახალი ერა. Orient-ის კლასიკური მოდელები საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბესტსელერებია.

About SWISS MILITARY HANOWA

Swiss Military Hanowa 1963 წელს შეიქმნა შვეიცარიში, რომელიც ოფიციალურად ლიცენზირებულია Swiss Confederation-ის მიერ. ბრენდი ხაზს უსვამს შვეიცარიულ მთავარ ფასეულობებს: ხარისხს, სტილს, სიმტკიცესა და გამძლეობას. მაჯის საათები შექმნილია აქტიური და ხარისხზე ორიენტირებული მოხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ შესაძლებლობას ისარგებლონ უმაღლესი ხარისხით ხელმისაწვდომ ფასად. საათების დამზადებისას გამოიყენება ისეთი მასალები, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, კერამიკა, ტიტანი, ტყავი და ნაკაწრებისადმი მდგრადი საფირის შუშა. ძირითადი კოლექციებია: Land, Air, Aqua რომლებიც განსხვადებიან ფუნქციონალით, დიზაინითა და მასალებით, რათა დააკმაყოფილონ ინდივიდუალურად მომხმარებლის საჭიროება.

About FESTINA

Festina-ს ისტორია 1902 წლიდან იწყება. მისი საათები უკვე საუკუნეზე მეტია ესთეტიურობისა და ტექნიკური მახასიათებლების შესანიშნავი შერწყმის სინონიმია. წლების განმავლობაში, Festina ერთგული რჩება თავისი ორიგინალური ხასიათისა და ღირებულებების მიმართ, რასაც ადასტურებს მისი ელეგანტური, კლასიკური და თანამედროვე დიზაინით შექმნილი საათების ფართო ასორტიმენტი. Festina-ს კოლექციები განკუთვნილია დინამიური და საკმაოდ მომთხოვნი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. Festina-ს ბრენდ ამბასადორები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერარდ ბატლერი. ბრენდი წლების განმავლობაში იყო ისეთი სპორტული მოვლენის ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა Tour De France (ტურ დე ფრანს).

About CANDINO

Candino 1947 წელს დაარსდა შვეიცარიაში, როგორც დამოუკიდებელი კომპანია. 2002 წლიდან კი შეუერთდა ფესტინა ჯგუფს. კანდინოს მოდელები სრულად აკმაყოფილებს „შვეიცარიული საათის“ სტანდარტებს ყველა მიმართულებით. კანდინოს მოდელები არის SWISS MADE და გათვლილი არიან ხანგრძლივი გამოყენებისათვის, როგორც პრემიუმ ხარისხის საათები. მოდელები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან. ყველა მოდელს აქვს საფირის ზედაპირი და შვეიცარული ბრენდის: „რონდას“ მექანიზმი.

About BERING

Bering 2010 წლიდან აწარმოებს საათებისა და სამკაულების უნიკალურ კოლექციებს, განსაკუთრებული დიზაინის კონცეფციით: „შთაგონებული არქტიკული სილამაზით“. Bering-ის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის დამფუძნებელ მაიკლ ვიტ იოჰანსენთან. მას ბავშვობიდან ხიბლავდა არქტიკის თვალწარმტაცი ბუნება. ამიტომაც არქტიკა ბრენდის შთაგონება და ახალი დიზაინის იდეების უხვი წყაროა. საათებისა და საიუველირო კოლექციები, ისეთივე ულამაზესი და გამძლეა, როგორც ჩრდილოეთის ბუნება. კოლექციები დამზადებულია მაღალტექნოლოგიური კერამიკით, უჟანგავი ფოლადით, საფირის კრისტალებითა და ბუნებრივი ქვებით.

About ANNE KLEIN

Anne Klein, როგორც ბრენდის ისტორია ნიუ-იორკში 1950-იან წლებში დაიწყო. იგი ფეშენ-ბრენდია და აწარმოებს ტანსაცმელსა და აქსესუარებს მხოლოდ ქალბატონებისათვის. ბრენდის საათები გამოირჩევა მრავალფეროვანი და ორიგინალური დიზაინით, ხარისხით და გამძლეობით. აღსანიშნავია კოლექციები კერამიკული საფარით, სვაროვსკის და ბრილიანტის თვლებით, რომლებსაც მოყვება შესაბამისი სერტიფიკატი. ANNE KLEIN არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალიზმის შერწყმა. ენ ქლაინის საათები აერთიანებს ელეგანტურ დიზაინს და ფუნქციურობას. საათები აკმაყოფილებს ნებისმიერი ქალის გემოვნებასა და სტილს, სამოსს კი მეტ დახვეწილობას ანიჭებს.

About TIMBERLAND

Timberland ამერიკული ბრენდია, რომელიც 50 წელია წარმატების ისტორიას ქმნის. ბრენდის დამფუძნებელი ნათან შვარცი, სამუშაო ჩექმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი, ლაშქრობის და ყოველდღიური ფეხსაცმლის აღიარებული ოსტატია. ტიმბერლენდი გვთავაზობთ საათების მრავალფეროვან არჩევანს: ელეგანტურ, მინიმალისტურ, სპორტულ, მრავალფუნქციურ, ქრონოგრაფებს, ტყავის და სილიკონის სამაჯურებით.

About TRUSSARDI

წარწერა Trussardi პირველად გამოჩნდა 1911 წელს, ელეგანტურ, მდიდრულ ხელთათმანებზე, რომლებიც დანტე ტრუსარდიმ შექმნა თავის პატარა სახელოსნოში, ჩრდილოეთ იტალიაში. ჯერ კიდევ ადრეულ წლებში, ბრენდი განსაკუთრებით პოპულარული იყო ელიტაში, მათ შორის ინგლისის სამეფო ოჯახში. 1970-იან წლებში დანტეს შვილიშვილმა ნიკოლა ტრუსარდიმ შეცვლა თავდაპირველი ბრენდის ხედვა, რამაც ტრუსარდი, არა მხოლოდ ლაქშერი მოდის მოყვარულებისთვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ნიკოლა ტრუსარდიმ განსაზღვრა ტრუსარდის კულტურა, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციებზე. Trussardi-ის აქსესუარების კოლექციებში იპოვით ელეგანტურ და პრაქტიკულ მაჯის საათებს, რომლებიც მაღალი ხარისხის მასალებისგან მზადდება

About HUGO BOSS

კომპანია დაარსდა 1924 წელს გერმანიაში Hugo Boss-ის მიერ. 1930-იანი წლების დასაწყისში, ბოსმა დაიწყო ნაცისტური პარტიისთვის ფორმების წარმოება. ბოსი მიაწვდიდა ნაცისტური გერმანიის მთავრობას სამხედრო ფორმას, რის შედეგადაც გაყიდვები გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომისა და დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ 1948 წელს, Hugo Boss-მა დაიწყო ფოკუსირება უნიფორმებიდან მამაკაცის კოსტუმებზე. 2006-2007 წლებიდან კი კომპანია გადაიქცა დიდ გლობალურ მოდის სახლად. ბოსის აქსესუარები მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოში.

About Q&Q

Q&Q მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული იაპონურ კომპანია Citizen-ის მიერ წარმოებული სუპერ ბიუჯეტური კვარცის საათების ბრენდია. პროდუქციის ძირითადი მახასიათებელია მრავალფეროვნება და ხარისხი. იგი 1967 წლიდან იწარმოება როგორც Citizen-ის შვილობილი კომპანია და გათვლილია იმაზე, რომ ყველა მომხმარებელმა შეძლოს შეძენა. საათები გამოირჩევა ზუსტი მექანიზმით და განკუთვნილია როგორც ქალებისა და მამაკაცებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. წარმოების დაწყების დღიდან ბრენდი იყენებს იაპონურ Miyota-ს მექანიზმს, რომელიც ასევე კომპანია Citizen-ის მიერ იწარმოება და მუდმივად მოიხსენიება კალიბრების მწარმოებელ სამ მსოფლიო ლიდერ კომპანიას შორის: Seiko (იაპონია) და ETA (შვეიცარია).

About STRAND

Strand დანიური ბრენდია 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით. გამოირჩევა სიმსუბუქით და მრავალფეროვანი ფერების ნაზავით. დიზაინი არის თანამედროვე და ვხვდებით ყველა სახის სტილს: ყოველდღიურს, სპორტულს, კლასიკურს. ბრენდი შთაგონებულია დანიის 8750 კილომეტრზე გადაჭიმული ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც არქიპელაგის გარშემო 1000-ზე მეტ კუნძულს აერთიანებს. „სანაპირო“ - სწორედ ამას ნიშნავს Strand. სანაპირო გვთავაზობს ზეიმს, მხიარულებას, გართობას და უამრავ ფერად წამს, წუთს და საათს, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს მოგონებებში.

About LOTUS STYLE

Lotus Style სამკაულების ექსკლუზიური ხაზია ფესტინა ჯგუფისგან. იგი გვთავაზობს სამკაულებს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ორიგინალური დიზაინის სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები შექმნილია უმაღლესი ხარისხის ანტიალერგიული მეტალისგან და ხშირად კომბინაციაში გვხვდება ტყავთან და ცირკონის თვლებთან ერთად.

About VICTORINOX

Victorinox 1884 წელს შვეიცარიელმა პიონერმა კარლ ელსენერმა დააარსა. რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიამ უბადლო აღიარება მოიპოვა ლეგენდარული „Original Swiss Army Knife“-ის წარმოებით. ვიქტორინოქსის დანები დღესაც უკონკურენტოა მთელს მსოფლიოში.

About RONIUS

Ronius Punctua -ს საათები დაარსდა ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ, ექსკლუზიური დიზაინის და იაპონური ხარისხის საათების შესაქმნელად. Ronius Punctua საათებს სამ ნაწილად ყოფს: მამაკაცის საათები, ქალის საათები და უნივერსალური საათები.